რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ამერიკის სახელმწიდო მდივან ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს:
“ძვირფასო ბატონო ბლინკენ,
პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო თქენი ქვეყნის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე უცხადებთ.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი გზავნილი თქვენამდე მოაღწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, თქვენი წარმომადგენელი საქართველოში {კელი დეგნანი} დიპლომატიურად არ მოქცეულა მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანასთან, ოკუპირებულთან, როგორც იცით, რუსეთის მიერ 2008 წელს!
ბოდიში, რომ ვახსენე, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, ბანანის რესპუბლიკა სულაც არ არის და ჩვენს სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას, ალბათ აქვს უფლება ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იმოქმედოს!
მაგრამ არა, ჩვენ კარნახის ქვეშ ვართ (თუ არ გვიბრძანებენ), ისე მოვიქცეთ, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტს! და დამიჯერეთ, ეს ძალიან დამამცირებელია!
ჩვენ არ ვთხოვდით დიდ ამერიკელ ხალხს, რომ ცხონებული ჯეფრი ეპშტეინი აშშ-ს პრეზიდენტად დაენიშნათ!
ვაი, რომ აშშ-ს წარმომადგენლები ბოლო დროს ჩვენი მოლოდინების საწინააღმდეგოდ იქცევიან! აღმოჩნდა, რომ ისინი მხარს უჭერენ ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას, რომლებიც თურმე თავისუფლების და დემოკრატიის შუქურები სულაც არ ყოფილან.
მოგმართავთ თხოვნით, შეეწიოთ ჩემს მრავალტანჯულ სამშობლოს! გთხოვთ, მოგვეცით საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით, რაც საუკეთესოა ჩვენი ქვეყნისთვის – მშვიდობიანად და მეგობრულად ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან!
მადლობას გიხდით თქვენი დროისა და ყურადღებისთვის.
გულწრფელად თქვენი,
რობერტ სტურუა
P.S. ისე, ცნობისთვის – ჩვენი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი თეატრი ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში, ნიუ-იორკში, შექსპირის “King Lear” შესრულებით.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ გაწუხებთ.” – წერს რობერტ სტურუა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო