Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო – ჩვენ მზად ვართ, რომ 12 პუნქტი აღვასრულოთ

მარშალ პრესი 14/08/2022
ბექა დავითულიანი

„ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით“, – ასე აფასებს ბექა დავითულიანი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტაბილური დემოკრატიის პირობებში, რთულია იმ კონტექსტის აღქმა, რომელიც საქართველოში – განვითარებად დემოკრატიაში არსებობს.

„მათთვის ბუნებრივია, რომ საკითხების მთელი რიგი ასე უნდა იყოს და ამ ქვეყანაში, აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ როგორც მათთან ხდება, იგივენაირად ბუნებრივად ეს ვერ ხდება. უბრალოდ, რთულია, კონტექსტი აღიქვა, როდესაც სტაბილური დემოკრატიიდან ჩვენნაირ განვითარებად დემოკრატიაზე საუბრობ. ხანდახან, კონტექსტის აღქმა არაა ისეთი, როგორიც ჩვენს რეალობაშია, თუმცა, მათი თვალსაზრისით, 12 პუნქტი არის ის გზამკვლევი, რომელიც მათთვის და ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს 12 პუნქტი აღვასრულოთ და ყველა ის კრიტიკული მოსაზრება, რომელიც, მათ შორის, ამ დასკვნაში იყო დაწერილი, იმ 12 პუნქტში ასახულია“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

Post navigation

Previous: ერევანში ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო
Next: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.