მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში პალესტინის მხარდამჭერთა აქციები გაიმართა

253
წაკითხვა/ნახვა

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბერლინში დემონსტრანტები პალესტინური დროშებით სკანდირებდნენ – „თავისუფლება პალესტინას“, „შეწყვიტეთ მკვლელობა, შეაჩერეთ ომი“. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მსვლელობაში 200-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრაციაზე უსაფრთხოებას ამდენივე პოლიციელი უზრუნველყოფდა. ანალოგიური აქცია ბერლინში დაგეგმილია შაბათსაც.

აქცია დაგეგმილი იყო პარიზშიც, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მის ჩატარებაზე ხელისუფლებამ სანქცია არ გასცა.

პალესტინის მხარდასაჭერად აქციები გაიმართა მუსლიმურ ქვეყნებშიც, მათ შორის, ბანგლადეშში, იორდანიაში, კოსოვოსა და თურქეთში.

კომენტარები
მოწონება