Skip to content
12/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

მარშალ პრესი 14/08/2022
აფხაზეთი

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

Post navigation

Previous: საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალშია
Next: თამთა მეგრელიშვილი არახამიაზე: პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ზიზღი აქვს, სურდა ქართული სახელმწიფო ომში ჩაეთრია, მაგრამ არ გამოუვიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.