Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

22-ე ბატალიონმა ღამის პირობებში მასშტაბური წვრთნები ჩაატარა

მარშალ პრესი 14/08/2022
22-ე ბატალიონ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ასეულმა მასშტაბური ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ამერიკელი სამხედროები დაესწრნენ.

სწავლებაში მონაწილეობდნენ სატანკო ქვედანაყოფები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, დანა ბატარეის, საინჟინრო და ჯაველინის გათვლის ჯგუფები. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.

22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

Post navigation

Previous: Wall Street Journal: ტრამპის რეზიდენციაში რეიდით FBI-მ აშშ იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომელთა მმართველი პარტიები სახელმწიფო ძალაუფლებას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამოსაძიებლად იყენებენ
Next: საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.