Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის

მარშალ პრესი 13/08/2022
ილია დარჩიაშვილი

სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები.

„განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან იმ ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენი სამინისტროს, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს პარტნიორთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყოველდღიურ რეჟიმში, ერთი მხრივ, ვიმუშაოთ ძალიან ახლოს, ხოლო მეორე მხრივ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის განსაკუთრებულად ღირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, რომელიც არის საწინდარი ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან დაშავებული მთამსვლელების ევაკუაცია განახორციელეს
Next: თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ. დეტალურად 🚇

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.