Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვახტანგ გომელაური პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ქართველ სამართალდამცველებს შეხვდა

მარშალ პრესი 13/08/2022
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022“-ში გამარჯვებულ თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ოქროსმედალოსან სამართალდამცველებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022“ სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში, გაიმართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონები გახდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – თეიმურაზ კალანდაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა – კობა კობახიძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა – ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერ წოლჭიმში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები მოიპოვეს.

პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, ძიუდოს სახეობაში გაიმარჯვა და ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – გიგა ბერიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი – ადამურ არქანია კი მკლავჭიდში 2 ოქროს მედალს დაეუფლა.

„პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022“-ში გამარჯვებული ქართველი სამართალდამცველები არაერთი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის პრიზიორები არიან.

Post navigation

Previous: ოთარ შამუგია ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
Next: ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 22%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანეს და 16,6%-ით მეტი ტვირთი გადაზიდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.