სამართლებრივ ქვეყანაში, რომელმა პოლიტიკურმა მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვის მიესაჯოს სასჯელი და ვინ უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად დანაშაულისა, ეს გარედან ქვეყნის მართვის პირდაპირი მცდელობაა

970X90

სამართლებრივ ქვეყანაში, რომელმა პოლიტიკურმა მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვის მიესაჯოს კონკრეტული სასჯელი და ვინ უნდა გათავისუფლდეს მიუხედავად დანაშაულისა. რა თქმა უნდა ეს არის გარედან ქვეყნის მართვის პირდაპირი მცდელობა და მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ბოლო სამი წელია, მმართველი გუნდი სწორედ ამ მართვის მცდელობის და მიღწეული ეფექტის ქვეშ მუშაობს, ეს ძალიან რთული და შეუძლებელია – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ჩემს მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტი მყისიერად იქნა შეფასებული, როგორც შეუთანხმებლობის და პოლიტიკური არასტაბილური პროცესის მყარი გარანტია და ასევე ის, რომ ქვეყანას არ სცალია სავაჭროდ და სათამაშოდ, რადგან დოკუმენტში ასახულ 43%-იან ბარიერს ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოდან გაჰყავდა. ასევე ჩანაწერს, რომ მხარეებს უნდა განეხილათ პოლიტიზირებულად აღქმული რურუას და მელიას საქმე. ასეთი ფაქტები იწვევს ქვეყნის არასტაბილურ განვითარებას მით უმეტეს, როდესაც აშკარად ვხედავთ, რომ ასეთი თამაშები არის სახიფათო და ის ემსახურება არა ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს, პირიქით, ის აზიანებს მის უსაფრთხოებას“-აღნიშნა დეპუტატმა.

ხუნდაძის თქმით, წერილში ძალიან ბევრი ფაქტია მოყვანილი და კვლავ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები.

„ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე და გუშინდელ წერილში მოყვანილ ფაქტებზე კიდევ არ არსებობს პასუხები. ადრესატებს, ვისაც ეს ეხება, მსჯელობაც კი არ შეუძლიათ, თუნდაც გააბათილონ ჩვენი მოყვანილი არგუმენტები. წერილში ძალიან ბევრი ფაქტია მოყვანილი და ვერ შეძლეს არგუმენტირებულად დაასაბუთონ, რომ ის არის ტყუილი. კელი დეგნანთან მიმართებაში, ძალიან ბევრი დასმული კითხვა არის პასუხგაუცემელი. როდესაც მას ჟურნალისტი ჩაეკითხა ხომ ფაქტია ის, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე დაიბლოკა და ვერ ისარგებლა ამ პროგრამით, მისი პასუხი იყო -კი, ამჯერად ასე მოხდა. ეს არ არის პასუხი და ასევე არ არსებობს ძალიან ბევრ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

970X90
გაზიარება