Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

აგვისტოს ომის დროს და შემდგომში, საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ერიკ ნილს კროსი

მარშალ პრესი 12/08/2022
გია აბაშიძე

შავ პიარში და შეკვეთილ ინტერვიუებში ჩართეს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლები. ცოტა ხნის წინ იყო ამერიკელი ჟურნალისტი უილ კატჰარტი, ახლა კი – ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ერიკ ნილს კროსი. ეს უკანასკნელი აგვისტოს ომის დროს და შემდგომში, საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”.

ფლობს უსაფრთხოების კომპანიას TRUSTCORP Ltd. როგორც კერძო, კომერციული მცირე არმია მისი კომპანია იბრძოდა ერაყში ამერიკელებისა და ბრიტანელების მხარდამხარ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩეველის ერიკ კროსის, “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუზე, სადაც კროსი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას გასდის ის, რაც არ უნდა გასდიოდეს.

მისი თქმით, აგონიაში მყოფი სააკაშვილის ფლანგი კიდევ არაერთ ლობისტს გამოაგორებს საერთაშორისო თუ ნაცმედიაში. იქნებიან ნაცნობი თუ დღემდე მძინარე აქტორები.

„ომის პარტიამ მათ ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო რესურსი აამუშავა საქართველოს წინააღმდეგ.
აგორებულია კანონიერად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო ორკესტრირებული შეტევის მორიგი ძლიერი ტალღა. იქნებიან ეს ცალკეული ევროპარლამენტარები თუ ბალტიის ქვეყნების ცალკეული პოლიტიკოსები.

შავ პიარში და შეკვეთილ ინტერვიუებში ჩართეს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლები. ცოტა ხნის წინ იყო ამერიკელი ჟურნალისტი უილ კატჰარტი, ახლა კი – ესტონეთის პარლამენტის წევრი, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, ერიკ ნილს კროსი. ეს უკანასკნელი აგვისტოს ომის დროს და შემდგომში, საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ფლობს უსაფრთხოების კომპანიას TRUSTCORP Ltd. როგორც კერძო, კომერციული მცირე არმია მისი კომპანია იბრძოდა ერაყში ამერიკელებისა და ბრიტანელების მხარდამხარ.

რაც მთავარია, 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერიკ ნილს კროსი იმყოფებოდა საქართველოში, ცდილობდა კრიზისის გამოწვევას.
აგონიაში მყოფი სააკაშვილის ფლანგი კიდევ არაერთ ლობისტს გამოაგორებს საერთაშორისო თუ ნაცმედიაში. იქნებიან ნაცნობი თუ დღემდე მძინარე აქტორები.
თუმცა, ღალატის პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” შავბენილი ზრახვები განუხორციელებადია, რადგან საზოგადოების უმრავლესობა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერია ანდა ძალიან ეჯავრება სააკაშვილის სექტა.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია
Next: მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.