90-იანებში მიღებული ტრავმები ნელ-ნელა შუშდება – არაფრით არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე, რაც ფონდმა “ქართუმ” ქართული თეატრისთვის გააკეთა

738
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ოზურგეთში განახლებული თეატრის გახსნას ეხმაურება და წერს:

“თეატრი გარდერობიდან იწყება, ქვეყნის კულტურა კი თეატრიდან.
არ მოვყვები ქართული თეატრის მრავლისმნახველ ისტორიას, რომელშიც ბევრი უდიდესი წარმატება და ბევრი ტრაგიკული ფურცელია.
უბრალოდ ვიტყვი, რომ 90-იანებში მიღებული ტრავმები ნელ-ნელა შუშდება.
რა თქმა უნდა მსახიობების, რეჟისორების, თეატრებში მომუშავე ნებისმიერი ადამიანის ერთგულებამ და თავდადებამ გადაარჩინა ქართული თეატრი, მაგრამ არაფრით არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე, რაც ფონდმა “ქართუმ” ქართული თეატრისთვის გააკეთა.
18 წელიწადში აღდგენილ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ 13 თეატრიდან ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დღეს თავისი 153-ე სეზონი გახსნა.
ბევრი დიდი ქვეყანა იტრაბახებდა ასეთი საგანძურით. ძალიან ბევრი.
ჩვენ კი გვაქვს და მუდამ გვექნება.” – წერს გაბრიჭიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება