Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუს მოგზაურებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს – მათ შეუძლიათ, ნამდვილად წავიდნენ მსოფლიოს ნებისმიერ საელჩოში, სადაც განაცხადის შეტანას შეძლებენ

მარშალ პრესი 12/08/2022
ჯული სტაფტი

აშშ-ის საკონსულო საქმეთა ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილემ სავიზო მომსახურების საკითხებში, ჯული სტაფტმა, ონლაინრეჟიმში, აშშ-ის სავიზო სერვისების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა იყო: „უკრაინის ლიდერები მოუწოდებენ G7 ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს, რომ განიხილონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის – ტურისტული ვიზის არგაცემის საკითხი. არის ეს ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ეტაპზე განიხილავს?“.

პასუხად, სტაფტმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საელჩოებში ვიზიტი და განაცხადის წარდგენა თავისუფლად შეუძლიათ.

„რუს მოგზაურებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. რუს მოგზაურებს შეუძლიათ ნამდვილად წავიდნენ მსოფლიოს ნებისმიერ საელჩოში, სადაც განაცხადის შეტანას შეძლებენ“, – განუცხადა სტაფტმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსებისთვის მთელ მსოფლიოში.

„მოსკოვში აშშ-ის საელჩო ამჟამად არ მუშაობს არც საიმიგრაციო და არც არასაიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, რუსეთის მთავრობის მიერ საელჩოების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, დანიშნონ შეხვედრა ნებისმიერი ტიპის ვიზაზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამას რეგულარულად აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განმარტა სტაფტმა.

Post navigation

Previous: უკუღმა მედასავლეთეების საყურადღებოდ, იჩქარეთ! – გოგა ხაინდრავა
Next: ამ ვერსიას რომ მიაწვნენ ნაცები მგონი აჯობებს, ფანტაზიას მეტი გასაქანი ექნება – გია გაბრიჭიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.