Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს “ქვების გროვა” უწოდა

მარშალ პრესი 12/08/2022
გია გაბრიჭიძე

,გაოცების გრძნობა გეუფლება, როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ, ბოროტებას და ზიზღს მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული განათლების და კულტურის მოსპობას, გარყვნილებას, მომხვეჭელობას, ახალგაზრდების ტერორში ჩაყენებას და კიდევ ათას უბედურებას გიკვირს ის თავხედობა, რითაც დღეს ცხოვრობენ,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას facebook სტატუს.

როგორც გაბრიჭიძე წერს, ნაციონალური მოძრაობა ქვეყნისთვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებდა და კიდევ უფრო მეტი ცუდის გაკეთება სურდათ.

,,ნიკა მელია – რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან. როცა იქცნენ მტრის იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

ერთის შეხედვით კარგად არის ნათქვამი, მაგრამ როცა დაფიქრდები იმაზე, რომ ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს “ქვების გროვა” უწოდა, გაოცების გრძნობა გეუფლება.

როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ, ბოროტებას და ზიზღს მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული განათლების და კულტურის მოსპობას, გარყვნილებას, მომხვეჭელობას, ახალგაზრდების ტერორში ჩაყენებას და კიდევ ათას უბედურებას გიკვირს ის თავხედობა, რითაც დღეს ცხოვრობენ.
კონსტანტინე გამსახურდიამ უსამშობლო ფარსმან სპარსს თვითმოძრავი ჭური უწოდა.

ფარსმან სპარსსაც კი უფრო მეტი მორალი ჰქონდა ვიდრე ამ ხალხს, რომლებიც ქვეყნისთვის, სამშობლოსათვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებდნენ და კიდევ მეტი ცუდის გაკეთება სურთ,’’- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მინდა, დავით არახამიას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია
Next: რომელი მატა ჰარი ეგ არის რომ მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურები მას დასდევდეს – ნინო ფოჩხუა ნონა მამულაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.