IMG.GE IMG.GE

გერმანიის ვაქცინებისა და ბიომედიცინის ფედერალურმა ინსტიტუტმა გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია CureVac-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის უფლებამოსილება მიანიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, კომპანია ვაქცინის გამოცდას 168 ჯანმრთელ მოხალისეზე იწყებს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 188 382 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 8 910 ადამიანი. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით გერმანია მე-10 პოზიციაზე დგას მსოფლიოში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება