Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • საზოგადოება

ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 04/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, მინდა ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, იგი ძალიან ეფექტურად ჩაერთო საქმიანობაში და წარმატებით უძღვება სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 7 დღის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.

„დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდ-კლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა
Next: მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.