Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალამ“ წერილში კორექტულობის დაცვით, საკმაოდ ღიად აღწერა ის მოვლენები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ საელჩოსა და კელი დეგნანის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით ხდებოდა

მარშალ პრესი 11/08/2022
გია გაბრიჭიძე

ჩემი აზრით, „ხალხის ძალის“ წერილი აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ, თუ როგორ უწყობენ ხელს მათი კონკრეტული წარმომადგენლები რუსული განწყობების გაღვივებას და სრულ იგნორირებას უკეთებენ აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობას, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წერილს.

როგორც გაბრიჭიძე წერს, წერილში აღწერილია ის მოვლენები რაც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ საელჩოსა და კელი დეგნანის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით ხდებოდა.

,,ძველი ამერიკული ანეკდოტია – რატომ არ ხდება აშშ-ში სახელმწიფო გადატრიალება? იმიტომ, რომ იქ აშშ-ის საელჩო არ არის. საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ საკმაოდ მოცულობითი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დასაშვები ინფორმაციის გავრცელებისა და კორექტულობის მაქსიმალური დაცვით საკმაოდ ღიად აღწერა ის მოვლენები, რაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ საელჩოსა და კერძოდ ქალბატონი კელი დეგნანის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით ხდებოდა.

წინასაარჩევნოდ საქართველოსთვის განკუთვნილ 75 მილიონ ლარზე დაგეგმილი უარი, რისი საშუალებაც არ მიეცათ, რადგანაც ხელისუფლებამ დაასწრო და თავად განაცხადა უარი ამ თანხაზე.

ლეგიტიმურად ჩატარებულ არჩევნებზე ვითომდა გაყალბების ფაქტის გამოვლენა ერთ-ერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და ამ მოტივით საპროტესტო ტალღის აგორება და მიუხედავად იმისა, რომ იმ არასამთავრობომ დეკემბრის დასაწყისში აღიარა „თავისი შეცდომა“, პროტესტი გაგრძელდა, რასაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმება.

არ დაგიმალავთ და ამ შეთანხმებამ „ქართული ოცნება“ საზოგადოების თვალში რეპუტაციულად ძალიან დააზიანა.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე მუდმივი ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯისთვის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა. პროვოკაციების წახალისება. მაგ: – ლგბტ+ თემის პრაიდების ჩატარების მოთხოვნა, სიცრუისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის რეჟიმში მომუშავე მედიის ხელშეწყობა და მათზე მოსახლეობის გარკვეული წარმომადგენლებისგან უხეშობის არაადეკვატური შეფასება დ.ა.შ.

და ბოლო – ბიძინა ივანიშვილზე შვეიცარიული ბანკის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა, რათა საქართველოს ომში ჩართვისთვის მისი გამოყენება. ამ მიზნით შვეიცარიული მედიის დაბლოკვა, რათა ეს ამაზრზენი ფაქტი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო.

როცა ერთის შეხედვით დაუჯერებელი ამ ფაქტების ქრონოლოგიას თვალი გადავავლე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ კოლოსალურ ზეწოლას გაუძლო, გაიარა ბეწვის ხიდზე და მიუხედავად ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯისა, რომლებიც იძულებით იქნა გადადგმული, კვლავ ინარჩუნებს საქართველოს მოსახლეობის მაღალი ნდობის ხარისხს.
რაც შეეხება „ხალხის ძალას“ წერილს, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ, თუ როგორ უწყობენ ხელს მათი კონკრეტული წარმომადგენლები რუსული განწყობების გაღვივებას და სრულ იგნორირებას უკეთებენ აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობას“, – წერს გაბრიჭიძე.

Continue Reading

Previous: გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ
Next: ფაქტები, ლოგიკა, მოვლენათა თანამიმდევრობა იმდენად გამჭვირვალე და პრაქტიკულად ეჭვგარეშეა, რომ ამ „ფაზლის“ საბოლოოდ აწყობამ, საზოგადოების შოკის მდგომარეობამდე მიყვანა ნამდვილად მოახერხა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025