Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება – ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას

მარშალ პრესი 11/08/2022
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომს არ იწყებს და რუსეთ-უკრაინის ომში არ ერთვება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როცა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხდეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში ტურისტების შემოდინებას მიესალმება და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.

“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში “მეორე ფრონტი” არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა კალაძემ.

Post navigation

Previous: ვინმეს თუ საკუთარი საუბრის ტონი და შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს პოდოლიაკია, სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს
Next: გადავწყვიტეთ, დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად, ხალხი საელჩოს ქმედებებთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის შესახებ გავათვითცნობიეროთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.