Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

 იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა  760 მლნ. დოლარი

მარშალ პრესი 04/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი
რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება. იანვარში ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თებერვალში გვქონდა 14.6%, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, მითუმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი  და მთელი მსოფლიოს წინაშეა.
„სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ პროექტებზე, როგორიც არის ეკონომიკური ამაჩქარებელი, თუ განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები. ამიტომ გვჭირდება ძალიან  მაგარი, ერთიანი, კოორდინირებული, აქტიური მუშაობა, რომ არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს ჩამორჩენა. 
იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა, როგორც მრეწველობის, ასევე მომსახურების სექტორში. აქვე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა  760 მლნ. დოლარი. 
ასევე უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად  ტურიზმიდან შემოსავლებიც გაიზარდა“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა – მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში – პრემიერი
Next: სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025