დღეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილის სოფელ მარნისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამ უშუალო ვითარებაში ჩაიარა. ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და რომლებიც ძირითადად მიწების რეგისტრაციას და სოფლების განაპირა ადგილებზე გზების ხარისხის გაუმჯობესებას შეეხებოდა. ლევან მგალობლიშვილმა დაათვალიერა სოფელ მარნის ისტორიული კლუბის აღდგენითი სამუშაოები. შეგახსენებთ რომ სოფელ მარნის კლუბი ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისა და ლევან მგალობლიშვილის ძალისხმევით მისი აღდგენა ხორციელდება,


