IMG.GE IMG.GE

დღეს არის 15 ივნისი და დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა, ერთად დავიწყოთ მოგზაურობა საქართველოში, აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ცნობილია და ჩვენ ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ არის ძალინ ბევრი ღირშესანიშნაობა, რომელიც მართლაც ღირს აღმოჩენად, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან დღეს ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მოინახულა.

დღეს ვართ ლამისყანაში, თბილისთან ახლოს, ერთი საათიც არ უნდა. თუ შორს არ გინდათ წასვლა, ლამისყანაში არის ეს ციხესიმაგრე, რომელიც იყო ქსნის ერისთავების ციხე, შემდეგ ჯამბაკურ ორბელიანების. აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი, ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცადაათი ძეგლი არის – ძველი მარანი და ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი.

ჩვენ აქედან წავალთ კიდევ და გაჩვენებთ ბევრ სხვა ადგილს დღეს, შეგიძლიათ გვესტუმროთ „ფეისბუქ“ გვერდზე, ჩვენ ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ ერთი რამ არის აუცილებელი, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება