Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაა

მარშალ პრესი 09/08/2022
რონ დესანტისი

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფედერალური უწყებების იარაღად გამოყენებაა.

„ეს რეიდი კიდევ ერთი ესკალაციაა ფედერალური უწყებების რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში მაშინ, როდესაც ჰანტერ ბაიდენის მსგავს ადამიანებს დელიკატურად ეპყრობიან“, – განაცხადა რონ დესანტისმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Continue Reading

Previous: ტრამპი: აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს
Next: ტრამპი მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე: ეს ბნელი დროა ჩვენი ქვეყნისთვის – უკანონობა და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, გავაგრძელებ ბრძოლას დიადი ამერიკელი ხალხისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025