Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 08/08/2022
297571326_650180269315506_6496584392091385880_n

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკო.

,,14 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს მომხდარი რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომიდან, რომელმაც მრავალი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის გურიის რეგიონმა დაკარგა 9 გმირი. ქედს ვიხრი თითოეული ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს თავი. თანავუგრძნობ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროს მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი აბიათარისა და გოჩა ენუქიძის საფლავები ყვავილებით შეამკო
Next: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.