Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 08/08/2022
01

გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მებრძოლთა მემორიალი, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიასა და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

„ ოზურგეთში პატივი მივაგეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე! მჯერა, ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და გამთლიანებას!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

2008 წელს საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).

Continue Reading

Previous: ზურაბ ქადაგიძე ენმ-ს: თანამედროვე ორჯონიკიძეები ხართ, მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე აკეთებდით და აკეთებთ რუსულ საქმეს
Next: დედოფლისწყაროს მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი აბიათარისა და გოჩა ენუქიძის საფლავები ყვავილებით შეამკო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025