Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში – პრემიერი

მარშალ პრესი 08/08/2022
298217749_429721802522172_5784152954999480168_n
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ღირსეულად დაიცვეს, თავი შესწირეს სამშობლოს და ძალიან ბევრი თანამოქალაქე გადაარჩინეს.
„პირველ რიგში, მინდა ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენი სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში, ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეალური ისტორიები, გმირების ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომლებიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ მიუსამძიმრა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
Next: გრიგოლ ლილუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.