Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ტყუილია, თითქოს რუსეთთან თუ ვიმეგობრებთ, აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებს – ნინო ჯანგირაშვილი

მარშალ პრესი 08/08/2022
ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია კავკასიის დამფუძნებლის  ცოლი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ყველაზე ნაძირლური და საშიში ტყუილი, რომელსაც რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში ამკვიდრებს, არის ის, თითქოს რუსეთთან თუ კარგად ვიქნებით, აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ. სხვა ყველა პროპაგანდისტული ტყუილი მოკვდა – რუსეთის ბაზრის მიმზიდველობის, რუსეთის უძლიერესობის თუ რუსეთთან ჩვენი სულიერ–კულტურული ერთობის ჩათვლით. თავისთავად მოკვდა საბედნიეროდ, გარემოებებიდან გამომდინარე. დარჩა ეს მავნებლური ტყუილი, რომელიც ქართველი პუტინისტების ბოლო იმედია, და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ბევრი, რომ პროპაგანდისტულ კლიშედ არ ჩამოყალიბდეს და ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეობა არ ააკრან, როგორც ახლა ყველაფერი ანტიქოცური ომში ჩართვის სურვილად საღდება.

მოკლედ ასეა: ტყუილია, თითქოს თუ რუსეთთან ვიმეგობრებთ, აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებს.
რუსეთი ქართულ სახელმწიფოს არასოდეს გააძლიერებს. მისი ზრახვები დღეს ისეთი ცხადია, როგორც არასდროს. გადახედეთ უკრაინის მაგალითებს და სხვადასხვა ფორმით გაცხადებულ რუსეთის ზრახვებს საქართველოს მიმართ. მითუმეტეს, დასავლეთისგან მოგლეჯილ და დასუსტებულ საქართველოს დაშლის ნაკუწებად.
სიმართლეა: აფხაზეთს და ცხინვალს მხოლოდ მაშინ დავიბრუნებთ, თუ რუსეთი ისე დასუსტდება და დაიშლება, რომ ამ რეგიონებიდან საკუთარ ბინძურ ჩექმას გაათრევს, ქართული სახელმწიფო კი ძლიერი და მიმზიდველი იქნება ოსებისა და აფხაზებისთვის. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ გვეყოლება ძლიერი მოკავშირე დასავლეთის სახით, ვიქნებით დემოკრატიული და მდიდარი ქვეყანა.

პუტინის საცეცების პროპაგანდის ქვეტექსტი კი სინამდვილეში ის არის, რომ აფხაზებთთან და ცხინვალთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, თუ ყველანი ერთად რუსთის შემადგენლობაში ვიქნებით. ამას გულისხმობენ ტერიტორიების დაბრუნებაში. უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და პირდაპირ უნდა ვუპასუხოთ ამ კითხვას ყველამ –გვინდა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად? როცა ჩვენ გვგონია, რომ რაღაცეები თავისთავად ცხადია და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, ქოც–რუსული პროპაგანდა სწორედ ამით სარგებლობს და შამოაპარებს ხოლმე თემებს. ამიტომ, უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე ბევრი და გავშიფროთ ყველა დეტალი. არ დაგვეზაროს.”– წერს ნინო.

Post navigation

Previous: თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს
Next: ჩაიშალა იმ მოღალატეების გეგმა, ვისაც სურდა, რომ ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.