„სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახლა თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზეა გადასული, ისიც კი იკადრა, რომ 7 აგვისტოს ავიდა გმირების საფლავზე, როცა, სააკაშვილმაც კი, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა“, – წერს საჯარო სამართლის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი.
მისი თქმით, ალბათ, ზურაბიშვილს აღარ ახსოვს, რომ 2014 წელს, დღევანდელ მოკავშირედ ქცეული ოპოზიციის ოპოზიციაში იყო და სააკაშვილზე წერდა, რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი.
„სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახლა თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივზეა გადასული, ისიც კი იკადრა, რომ 7 აგვისტოს ავიდა გმირების საფლავზე, როცა, სააკაშვილმაც კი, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო გამოაცხადა… უკადრებელი იკადრა და 7 აგვისტოს ავიდა გმირების საფლავზე, ამით „ნაცმოძრაობას“ „უპრავებს“ თავის უმძიმეს დანაშაულს… ალბათ, აღარ ახსოვს, რომ 2014 წელს, დღევანდელ მოკავშირედ ქცეული ოპოზიციის ოპოზიციაში იყო და სააკაშვილზე წერდა, რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი. არქივი ნამდვილად არ იწვის და, მისგან განსხვავებით, ხალხს მოკლე მეხსიერება არ აქვს. ქალბატონო სალომე, ჩამოყალიბდი, თუ 2014 წელს სააკაშვილმა თავის მოქალაქეებს გაუხსნა ცეცხლი და იქ რუსები არ ყოფილან, მაშინ რატომ ახვედი დღეს საფლავზე? გვიპასუხე, რატომ 7 და არა 8? დღეს, 7-ში რატომ ახვედი? ეტყობა, დაგავიწყდა, რას წერდი. მე შეგახსენებ, აგერ არის სქრინი… იქნებ, დაფიქრდე, სად და ვისთან დგახარ?”, – წერს მეგრელიშვილი.
ვინც ერს ებრძვის, მისთვის ბერთან ბრძოლაც მისაღებია, ამიტომაც ვეღარასდროს გაიმარჯვებენ –...