Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას

მარშალ პრესი 07/08/2022
გიორგი ვოლსკი

ემოცია, განცდა უდიდესია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამგვარი ნიშნით ვაფასებ. მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობებს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან არ დაუტოვებია არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს საგანგებო დანიშნულება, შეასრულოს ერთადერთი ალტერნატიული დერეფნის როლი, როდესაც ვსაუბრობთ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების გადანაცვლებაზე ევროპულ ბაზრებზე. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარეობს ის მცდელობები, რომლებიც ჩვენ არ შეგვიწყვეტავს 2012 წლიდან, არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცებზე ბინძური ხალხი არ არსებობს! ოღონდ რუსების წინააღმდეგ აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო და ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს გაუვრცელეს ვიდეო
Next: ლიეტუვის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში – მსოფლიოს უნდა შეეჩერებინა პუტინი მაშინ, გაკვეთილი ნასწავლია, ახლა რუსეთი უნდა შეჩერდეს უკრაინაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025