Skip to content
07/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ირაკლი ოქრუაშვილზე: ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას

მარშალ პრესი 06/08/2022
მიხეილ სარჯველაძე

ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.

„ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებს ყველას. ოღონდ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა რომელიმე მოხელის და ა.შ. ყველას დიდი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის და ერის წინაშე. ნორმალურად ქცევა უნდა შეგეძლოს, მათ შორის ტურისტთან, რომლის ყოფნაც შეიძლება არ გსიამოვნებდეს. შეიძლება აქაური მოქალაქის ყოფნა არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს უნდა მისცე უფლება, ​ვინმეს მოუწოდო ვინმეს „ჩაძაღლებისკენ“ – მაპატიოს საზოგადოებამ ამ ტერმინის გამეორებისთვის“, – აცხადებს სარჯველაძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე ქსენოფობიურ განცხადებებზე: ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია
Next: გიორგი ვოლსკი: მთავარია სტაბილურობა იყოს – განვითარება სტაბილურობის გარეშე არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.