Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისრაელის პრემიერი: ისრაელის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობის მიმართ

მარშალ პრესი 05/08/2022
იაირ ლაპიდი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობის მიმართ.

„დირექტივა, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა ჩვენგან მიიღეს, მკაფიოა: ისრაელი იმოქმედებს, როდესაც არიან ისეთები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას. ამ მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ნებისმიერი სახის თავდასხმის მცდელობის მიმართ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

„ისრაელმა ჩაატარა ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია უშუალო საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვებრძვით ღაზის ხალხს. „ისლამური ჯიჰადი“ ირანის მარიონეტული წარმომადგენელია, რომელსაც სურს გაანადგუროს ისრაელის სახელმწიფო და მოკლას უდანაშაულო მოქალაქეები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად“, – განაცხადა იაირ ლაპიდმა.

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ.

ღაზის სექტორში ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეებზე დარტყმას ავიაციისა და დრონების მეშვეობით ახორციელებს.

Post navigation

Previous: ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
Next: დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ: უკრაინული მედია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.