Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

მარშალ პრესი 05/08/2022
ისლამურმა ჯიჰადმა

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა.

 

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ.

ღაზის სექტორში ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეებზე დარტყმას ავიაციისა და დრონების მეშვეობით ახორციელებს.

Post navigation

Previous: ირაკლი ოქრუაშვილმა ისევ ჩაისვარა, საზოგადოების რეაქციის შემდეგ ფეისბუქზე მკვლელობის მოწოდების პოსტი წაშალა
Next: ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.