Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ

მარშალ პრესი 04/04/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დავით დარჩიაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა.

დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მისთვის დიდ პატივთან ერთად პასუხისმგებლობაცაა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დავით ზალკალიანს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დაინიშნა.

Continue Reading

Previous: საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს
Next: ომში, რომელიმე დღის გამოყოფა და გლოვის დღედ გამოცხადება, შეურაცხყოფაა ყველა წინა თუ მომდევნო დღეს გარდაცვლილი ადამიანის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025