Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უსამშობლო, პირადი ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანთა ჯგუფი მიზანმიმართულად, ქართველებისთვის უცხო, ქსენოფობიურ და ფაშისტურ განწყობებს აღვივებს

მარშალ პრესი 05/08/2022
ნინო ფოჩხუა

„აღშფოთებული ვარ ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე, ჟურნალისტს როგორ გაუჭირდა ეთქვა, რომ არ ერჩის ჩვეულებრივ რუს მოქალაქეს, არა და მისი უფროსობა ზუსტად იმას ავითარებს, როგორმე ერთმანეთს დააჯახოს ქართველი და რუსი მოქალაქეები, იქნებ ამით მაინც გამოიწვიონ ომის ესკალაცია“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„ქართველები ოდითგანვე სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩეოდნენ. დარწმუნებული ვარ ახლაც ასე იქნება, რომ არა ეს უჯიშო, უსამშობლო, პირადი ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად, ქართველებისთვის უცხო, ქსენოფობიურ და ფაშისტურ განწყობებს აღვივებს, დაფუძნებულს ცრუ სტატისტიკასა და ცრუ ინფორმაციებზე და დიდი საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანას. ჩემი, უამრავი საქართველოზე შეყვარებული მეგობარი ცხოვრობს რუსეთში, რა გავაკეთო, საზღვართან დავხვდე და არ შემოუშვა, რატომ, რა მიზეზით, იმიტომ რომ უყვარს ეს ქვეყანა?

ამ ქსენოფობიური თემის შემგროვებლებს, ნუთუ ისიც დაავიწყდათ, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში, როგორ გამოყარეს იქიდან უდანაშაულო ადამიანები მხოლოდ იმიტომ რომ ქართველები იყვნენ, როგორ იბრძოლა ხელისუფლებამ და როგორ მოუგო რუსეთს სტრასბურგში ეს საქმე.
თვითონ რომ ზუსტად ისე იქცევიან, რასაც ვითომ გმობდნენ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი?

აღშფოთებული ვარ ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე, ახალგაზრდა ჟურნალისტს როგორ გაუჭირდა ეთქვა, რომ არ ერჩის ჩვეულებრივ რუს მოქალაქეს, არა და მისი უფროსობა ზუსტად იმას ავითარებს, როგორმე ერთმანეთს დააჯახოს ქართველი და რუსი მოქალაქეები, იქნებ ამით მაინც გამოიწვიონ ომის ესკალაცია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავუშვათ მათი გეგმის განხორციელება.

ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგი იყო პრევენცია იმ უბედურების თავიდან აცილების, რასაც ახორციელებს ომის და ღალატის პარტია, მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ენჯეოები.
ქსენოფობიის და ფაშიზმის განმარტება კი იმიტომ დავდე, რომ ვინც არ იცის, იქნებ წაიკითხოს და მიხვდეს ვის და რას უჭერს მხარს“- წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: უჩა მამაცაშვილმა “ანტიკორუფციულ მოძრაობას” სასამართლო დავა მოუგო
Next: ოზურგეთის ტექნოპარკში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.