საქართველოში საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ერთმანეთთან ურთიერთობისას პირბადე აღარ გამოიყენონ – ივანე ჩხაიძე

218
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანე ჩხეიძემ აღნიშნა, აუცილებელია ვაქცინირებული ადამიანების წახალისება და ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

„დღეისათვის საქართველოში უკვე საკმაოდ არიან ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გარკვეულად შეამცირონ ის შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, ეს ეხება პირველ რიგში გადაადგილებას, ასევე კონტაქტებს. დაშვებულია ადამიანების წრეში, რომლებიც არიან ვაქცინირებული ან რომლებმაც გადაიტანეს უახლოესი პერიოდის განმავლობაში „კოვიდ-19“, მოიხსნან ნიღაბი და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ასეთ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისთვის. ეს წახალისების სისტემა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ეს სისტემა სხვადასხვანაირია.

შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს უფლება მიიღოს ისეთი სერვისები, როგორიცაა მაგალითად, კინო, თეატრი, რესტორანი, მიიღოს შეუზღუდავი შესაძლებლობა ქვეყნებს შორის გადაადგილების. ეს არის ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმი, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს იმუნიზაციის პროგრამაში. აშშ-ში უკვე გამოცხადდა ოფიციალურად, რომ ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობა არ არის. საქართველოშიც იგეგმება უახლოეს პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვა, რა წახალისება შეიძლება განვიხილოთ იმ ადამიანებში, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს ვაქცინაცია.  შესაძლებელია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტად ხანგრძლივობის შვებულება და ა.შ. ასე რომ, ძალიან ბევრი განსხვავებული კომპონენტია და ვფიქრობთ, რომ წახალისების სისტემის ელექტრონული, ციფრული, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ქვეყანაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება