Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მასობრივი ხასიათის ქსენოფობიური გამოვლინება არც უსაქმურობითაა გამოწვეული და არც იდეათა უქონლობით. ეს დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 05/08/2022

„გაზაფხულზე დაწყებული ქსენოფობიური კამპანია ჩაუვარდათ ჩვენ საამაყო რადიკალებს და ახალი აგონია დაიწყეს“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

„ახალი “სიგიჟეები” მოიფიქრეს უსაქმურმა რადიკალებმა, მასობრივი იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ რუსი ტურისტების… კარგი იდეაა: პატარა გეტო-სივრცეები გავაკეთოთ ზოგი ზღვის სანაპიროზე, ზოგიც რეკრეაციულ სივრცეებში, შემოვღობოთ და შიგ შევყაროთ რუსი ტურისტები…თან მკლავზე სახვევი გავუკეთოთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნით, კომენდატად ლяკა ხოშტარია დავუნიშნოთ, ხელში ჭრელი ჯოხი დაიჭიროს და თუ ვინიცობაა გზად შემოხვდა, “ბორდიულიდან” ჩარეკავს ტურისტებს… ხუმრობა იქით იყოს და რეალურად ეს მასობრივი ხასიათის ქსენოფობიური გამოვლინება არც უსაქმურობითაა გამოწვეული და არც იდეათა უქონლობით… ჩვეულებრივი დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ… რეალურად ტურისტების ნაკადი იმაზე ნაკლებია ვიდრე 2019 წელს და რაც მთავარია რუსეთიდან შემოსულთა უმეტესობა ეთნიკურად ქართველია… სავიზო რეჟიმი, რომ დააწესო რა მნიშვნელობა ექნება 6 თვით შემოვა ე.წ. “აგენტი” ქვეყანაში, თუ 3-ით? თუ ადამიანს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს, ვერ აუკრძალავ საზღვრის გადმოკვეთას… მოკლედ, გაზაფხულზე დაწყებული ქსენოფობიური კამპანია ჩაუვარდათ ჩვენ საამაყო რადიკალებს და ახალი აგონია დაიწყეს…“– წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძის განცხადება იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მზადაა ომისა და ღალატის პარტიის, ქსენოფობიაზე აგორებული პროვოკაცია, საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის მორიგი მცდელობა წარმატებულად მოიგერიოს
Next: უჩა მამაცაშვილმა “ანტიკორუფციულ მოძრაობას” სასამართლო დავა მოუგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025