Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

რადიკალ-ოპოზიციას, მათ რუპორ ტელევიზიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ახლი ქსენოფობიური კამპანია აქვთ, იქნებ გავაღიზიანოთ რუსეთი, რითაც დავაზარალებთ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას

მარშალ პრესი 05/08/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

„რადიკალ-ოპოზიციას, მათი რუპორ ტელევიზიებსა და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ კამპანიაზე, რომელიც მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა მაინც განწირულია!“– ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელიც ქსენოფობიის კამპანიაზე საუბრობს და მოუწოდებს გაემიჯნონ დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

„რადიკალ-ოპოზიციას, მათ რუპორ ტელევიზიებს და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახლი (სულ ახალიც არ არის!) ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა აქვთ გაშლილი.

სტრატეგიული მიზანი:
იქნებ რამენაირად გავაღიზიანოთ რუსეთი, ამით დავაზარალებთ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას, ახლა ქვეყანაც თუ დაზარალდება, რა ვუყოთ მერე, მთავარია ხელისუფლება დავაზარალოთ. ტაქტიკა, ანუ მიზნის აღსრულების საშუალებები:

პოლიტიკაში თავით გადაშვებული, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნაც პარტიული ტელევიზიები აქვეყნებენ დეზინფორმაციას, იმის შესახებ „რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა.“

რადიკალური პარტიები და მათ წარმომადგენლები ითხოვენ სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას!
მთლიანობაში კი მოსახლეობაში ქსენოფობიის გაღვივება და ზიზღის დათესვაა! რეალურად კი 31 ივლისის მდგომარეობით, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, „რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას და 110 ათასზე ნაკლებია!“ ეს კი „საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.“

რა არის რადიკალ-ოპოზიციის, მათი რუპორ ტელევიზიების და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსენოფობიური კამპანიის საბოლო მიზანი:
გამოიწვიონ ზიზღი, შეურაცხყოფა, ხელყოფა, ჩხუბი, აგრესია და დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ;
უნდა მოხდეს სხვადასხვა სახის ესკალაციები, გამწვავებები და ინციდენტები; მთავარია, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართული იქნას კონფლიქტში, რომლის გარდამავალ ფაზა იქნება სამხედრო დაპირისპირება და შემდეგ გარდაუვალი ომი!

რადიკალ-ოპოზიციას, მათი რუპორ ტელევიზიებსა და პოლიტიკაში თავით გადაშვებულ მავნებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ამ კამპანიაზე, რომელიც მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა მაინც განწირულია!“– წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ,,მთავარის’’ ჟურნალისტს: თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანის უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არც კულტურაზე
Next: ირაკლი კობახიძის განცხადება იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მზადაა ომისა და ღალატის პარტიის, ქსენოფობიაზე აგორებული პროვოკაცია, საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის მორიგი მცდელობა წარმატებულად მოიგერიოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.