Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

, გირჩის’’ და ,,მოქალაქეების’’ ინიციატივაზე – არ მგონია, რომ მთლად სერიოზული იყოს ასეთ საკითხებზე ამგვარად საუბარი

მარშალ პრესი 04/08/2022
მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტია ,,გირჩის’’ და ,,მოქალაქეების’’ ინიციატივას, რომ ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი წავიდეს და ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს არასერიოზული უწოდა. როგორც მდინარაძე განმარტავს, მას არ მიაჩნია სერიოზულად ასეთ საკითხებზე საუბარი.

,,ევრორეკომენდაციებში ბარიერთან დაკავშირებით საერთოდ არც ერთი სიტყვა არ არის თქმული. მეორე – სააკაშვილი წავა, თუ მოვა, ეს ჩვენი საქმე არ არის და არც მათ არ კითხავს, ეჭვი მაქვს. მესამე, მართლა სასაცილო მდგომარეობაში ვარდებით. აი, წარმოიდგინეთ, რა მოცემულობა გვაქვს რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და ჩვენ ვამბობთ რომ არა, არ ბრუნდება. წარმოიდგენდით როდესმე, სასაცილო დასაწყისი ქონდა ამ ამბავს და ცოტა ირონიული პასუხი მომიწია უკაცრავად. მაგრამ, არ მგონია, რომ მთლად სერიოზული იყოს ასეთ საკითხებზე ამგვარად საუბარი,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” ლიდერებმა იმერეთში შეხვედრა გამართეს
Next: დასავლეთში გვეკითხებიან, „რატომ არის საქართველოში პოლარიზება“? – გიორგი ხელაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.