ირაკლი კობახიძე – 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება

286
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“ – განაცხადა „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება. „შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასოდეს მოხდება. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება