Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

უცნაურია იმ ადამიანების ამბიცია, რომლებიც დამრიგებლური ტონით საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე მაშინ, როცა მისი წყალობით მოხვდნენ იქ სადაც მოხვდნენ

მარშალ პრესი 04/08/2022
თამთა მეგრელიშვილი

„არ ვიცი ვის რად უჯდება ამგვარი პოლიტიკური ფერიცვალება, არც ის ვიცი გუნდის მიმართ ჩადენილი ღალატის შემდეგ პოლიტიკურად “გადაპორტირებულნი” როგორ ამართლებენ იმ სხვების ნდობას და იმ სხვებთან პოლიტიკურ თანაცხოვრებას“- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას.

მისი თქმით უცნაურია იმ ადამიანების ამბიცია, რომლებიც დამრიგებლური ტონით საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ იქ სადაც მოხვდნენ.

„ძალიან უცნაურია იმ ადამიანების ამბიცია, რომლებიც დამრიგებლური ტონით საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე. მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ იქ სადაც მოხვდნენ. ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ეკა ბესელიას პოლიტიკური თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილია.

ის “ქართული ოცნების” გუნდში შესვლისას მთელ გუნდთან ერთად თითქოს სამართლიანობის, კანონიერების, უკეთესი საქართველოსთვის იბრძოდა, მაგრამ პოლიტიკური მრწამსი და ღირებულებები ისე შეიცვალა, რომ ახლა საკუთარ თავს თავადაც ვეღარ ცნობს. სადამდე დაეშვა… მე არ ვიცი ვის რად უჯდება ამგვარი პოლიტიკური ფერიცვალება, არც ის ვიცი გუნდის მიმართ ჩადენილი ღალატის შემდეგ პოლიტიკურად “გადაპორტირებულნი” როგორ ამართლებენ იმ სხვების ნდობას და იმ სხვებთან პოლიტიკურ თანაცხოვრებას… მოღალატე მოღალატეს ეძებს და ალბათ ეს წესი წესადვე რჩება. მოკლედ ვიტყვი- გაუნათლებელ ადამიანზე საშიში უმადური ადამიანია. მიკვირს ბიძინა ივანიშვილს როგორ უტოლებს თავს ან როგორ ლანძღავს, როგორ საყვედურობს, რატომ ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ის კაცია ვინც ის არაფრისგან პოლიტიკურ ფიგურად შექმნა“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ივანიშვილთან გატოლების მცდელობას ვხედავთ იმისგან, ვინც დანებით და იარაღებით დარბოდა თბილისში, ხოლო ბოლოს თავი “პოლიტპატიმრად” ძალიან წარმატებით გაასაღა
Next: რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ბუნებრივია პროცესი იქნება საჯარო და გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალი აღარ უნდა დარჩეს რადიკალურ ოპოზიციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025