Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარშალ პრესი 03/08/2022
297421945_430581272457797_7012559153911823393_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ქოქოლაძემ და ა(ა)იპ “მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო”-ს ხელმძღვანელმა მანუჩარ მანველიძემ, სხვადასხვა ლოკაციაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
სოფელ მარადიდში (ძაბალავეთი) ქვედა ქუთურეთის მიმართულებით მოეწყო სამანქანე ხიდი, რომელიც სოფლის სასაფლაოებთან მისასვლელი ერთადერთი გზაა, ხიდით ასევე ისარგებლებენ სასაზღვრო პოლიცია და ქვედა ქუთურეთის მცხოვრები 14 ოჯახი.
სოფელ თხილნარის მეურნეობაში რევაზ ბერიძისა და ასლან ბერიძის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით 410 გრძივი მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
სამუშაოები შეასრულა – შპს „ვერ ბალ გრუპ“ .
პროექტის ღირებულება – 34 622 ლარი.
თხილნარის (აგარის) დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია.
სამუშაოები შეასრულა – შპს „იორ ბუილდინგ კომპანი“.
პროექტის ღირებულება – 132 040 ლარი.
სოფელ თხილნარის მეურნეობაში, განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მინი მოედანთან საზოგადოებრივი და გასართობი სკვერის მოწყობა.
სამუშაოებს ასრულებს – შპს „სტარტ+“ .
პროექტის ღირებულება – 67 698 ლარი.

Post navigation

Previous: მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის ხელშელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ღვაწლმოსილი ქალების ფოტო გამოფენა მოეწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.