IMG.GE IMG.GE

ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ნურლან ნიგმატულინს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნურლან ნიგმატულინი წინა კვირაში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს ელზან ბირტანოვს შეხვდა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდა.

ყაზახეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ყაზახეთში კორონავირუსის 15 542 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 88 ადამიანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება