Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან და წევრებთან აღარ კონტაქტობს

მარშალ პრესი 02/08/2022
მიშა სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ ექნებოდათ, იმიტომ რომ ის პარტიის ლიდერებთან არ კონტაქტობს.

„ჩვენი თხოვნა იყო, რომ ჩვენ გარეშე არ გაკეთებულიყო ისეთი განცხადებები, რომელიც ჩვენთვის არ იქნებოდა ცნობილი, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. ისედაც ბევრ რამეს გვაბრალებენ, თითქოს ინტერპრეტაციებს ვაკეთებთ და მოვიგონეთ რაღაცები. ჩვენ არ ვართ ფოსტალიონები. პარტიის წევრებს არ ექნებათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისგან, იმიტომ რომ არ კონტაქტობს ის პარტიის ლიდერებთან. მხოლოდ ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ხვდება და საიდან უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია? არის მარტივი ფორმულა – მისი სიცოცხლეა საფრთხეში. დაკარგული აქვს ის ენერგია, რაც ჰქონდა. სხვა ადამიანია – სახელი და გვარი ისაა, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია“, – აცხადებს გელბახიანი.

Post navigation

Previous: ბანკთან მიმოწერის გასაჯაროება მოხსნის ბუნდოვანებას, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს Credit Suisse
Next: არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია უკვე გადასულია თავის მართლების რეჟიმში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.