როგორც ჩანს „კრედიტ სუისში“ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ – შოთა გულბანი

IMG.GE

ეკონომისტი შოთა გულბანი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება.

საბანკო საქმე რეპუტაციული ბიზნესია და ნებისმიერი ბანკის ძირითად აქტივებს სწორედ დეპოზიტორების თანხები წარმოადგენს. თუკი დეპოზიტორებში ნდობა დაიკარგა, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება– წერს შოთა გულბანი. მისი თქმით „ემ ქეი დი“-ს განცხადება, რომ იგი აპირებს გაასაჯაროოს ბანკთან ოფიციალური მიმოწერა მისასალმებელია, რადგან მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი და ნათლად გამოვლინდება სიმართლე.

მისივე თქმით მეტ გაოგნებას იწვევს შვეიცარიის მედიის პასიურობა, საკითხის ნიველირება და მათი უმსხვილესი ბანკის დანაშაულზე ხელის დაფარება, რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას, რამდენად თავისუფალია მედია შვეიცარიაში?

„საოცრად გამაოგნებელი პროცესები მიმდინარეობს ბიძინა ივანიშილის და შვეიცარიული ბანკის „კრედიდ სუისის“ სასამართლო დავის ირგვლივ. კერძოდ გაოცებას იწვევს და უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ბანკის „კრედიტ სუისის“ მოქმედებები, რომელიც პირდაპირ უზღუდავს ივანიშვილს კუთვნილი თანხების განკარგვას.

საბანკო საქმე რეპუტაციული ბიზნესია და ნებისმიერი ბანკის ძირითად აქტივებს სწორედ დეპოზიტორების თანხები წარმოადგენს. თუკი დეპოზიტორებში ნდობა დაიკარგა, ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება. როგორც ჩანს ამ რისკებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ „კრედიტ სუისში“, ვინაიდან სხვაგვარად რას უკავშირდება ისეთი მსხვილი და ავტორიტეტული კლიენტის უფლებების რღვევა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაუგონარია.

კიდევ უფრო მეტ გაოგნებას იწვევს შვეიცარიის მედიის პასიურობა, საკითხის ნიველირება და მათი უმსხვილესი ბანკის დანაშაულზე ხელის დაფარება. კერძოდ, როგორც ბიძინა ივანიშვილის უფლებების დამცველი იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“-ს განცხადებაშია ნათქვამი, მათი მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებზე, მომხდარიყო დავის აღწერა ადგილობრივ მედიაში, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ყველა მცდელობა დასრულდა უშედეგოდ, რაც ლოგიკურად ბადებს კითხვას, რამდენად თავისუფალია მედია შვეიცარიაში?
მიმდინარე დავის სირთულიდან და საზოგადოებაში მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აცხადებს, რომ აპირებს გაასაჯაროოს ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან ოფიციალური მიმოწერა, რაც ვფიქრობ, რომ ცალსახად მისასალმებელია, რადგან მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი და ნათლად გამოვლინდება სიმართლე“- წერს შოთა გულბანი.

IMG.GE
გაზიარება