მხოლოდ პალესტინელებს არ უნდა მოსდგე და ორიოდე სიტყვა ისრაელის მხრიდან განხორციელებულ იერიშზეც უნდა დაგცდეს – ლელა გაფრინდაშვილი

720
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით საუბრობს და მიიჩნევს, რომ მხარდაჭერა უდანაშაულო პალესტინელების მიმართაც უნდა იყოს გამოხატული.

“ადამიანი თუ დაბომბვის და ძალადობის წინააღმდეგი ხარ, მაშინ მხოლოდ პალესტინელებს არ უნდა მოსდგე და ორიოდე სიტყვა ისრაელის მხრიდან განხორციელებულ იერიშზეც უნდა დაგცდეს.

რაშია საქმე, როცა მხოლოდ ერთ მხარეს ვადანაშაულებთ ამ დაუსრულებელ და მრავალი ადამიანის სიცოცხლის გამანადგურებელ პროცესში?! თან – უფრო სუსტს და დაჩაგრულს?!

იქნებ საქმე ისაა, რომ პალესტინელებს ებრაელებთან შედარებით მაინც მეორეხარისხოვან ადამიანებად ვთვლით ანუ თვლის საზოგადოების ნაწილი?!
ან იქნებ ჩვენ, ქართველებს ებრაელები უფრო გვეახლობლება და მათ ტკივილს უფრო ვგრძნობთ. მაგრამ სწორედ ახლობელს უნდა შევუძახოთ და ვუთხრათ გაბედული სიტყვა?! მშვიდობა ებრაელ და პალესტინელ ხალხს!”– წერს ლელა გაფრინდაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება