Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ბიძინა ივანიშვილის ერთმა კერძო პრობლემამ, ზოგადად შვეიცარიულ საბანკო სისტემაში ბენეფიციარებთან მიმართებაში უმძიმესი თანმიმდევრული მანკიერება და სისტემური დანაშაული გამოამზეურა

მარშალ პრესი 02/08/2022
დავით ქართველიშვილი

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველთა სახელით გამოქვეყნდა ახალი პრეს-რელიზი, რომელიც ფარდას ხდის მათ კლიენტსა და “კრედიტ-სუისის” შორის არსებულ მნიშვნელოვან გარემოებებს, ამიტომ ღირს მათი გაანალიზება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ჭრილში, როდესაც საქართველოს მისამართით განუწყვეტლივ ხდება თითის ჩვენება“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს.

მისივე თქმით ქართული მხარე მზადაა, მსოფლიოს და საზოგადოებას გამაოგნებელი მონაცემები მიაწოდოს. გავიგებთ თუ როგორ უბლოკავენ კლიენტებს ელემენტარულ ტრანზაქციებს, თანხების გადარიცხვისა თუ გამოყენების კუთხით – და ყოველივე ეს უტყუარი ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამაგრებული.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველთა სახელით გამოქვეყნდა ახალი პრეს-რელიზი, რომელიც ფარდას ხდის მათ კლიენტსა და “კრედიტ-სუისის” შორის არსებულ მნიშვნელოვან გარემოებებს, ამიტომ ღირს მათი გაანალიზება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ჭრილში, როდესაც საქართველოს მისამართით განუწყვეტლივ ხდება თითის ჩვენება – მედიათავისუფლების შეზღუდვის, დახარვეზებული მართლმსაჯულების, “ჩამოშლილი” სახელმწიფო ინსტიტუტების თაობაზე.

საუბარი შეეხება ევროპის და ევროპულობის ეტალონს – შვეიცარიას, სადაც თვეების განმავლობაში ქართული მხარის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს ვერც ერთ (!) მედიასაშუალების მეშვეობით საკუთარი პოზიციის მკითხველამდე, მსმენელამდე და მაყურებლამდე მიტანა. ცენზურა იმ დონის იყო, ხოლო მედიათავისუფლება – სანატრელი, რომ მხოლოდ ერთხელ და ისიც ირიბად მედიაში ამ საკითხს გაესვა ხაზი, მაგრამ ისიც მხოლოდ სკეპტიკურ ჭრილში, თუ რატომ ცდილობს ქართული მხარე კრიტიკულად განიხილოს “იდეალურად აწყობილი სისტემა”.

ამ ცენზურირებული მედიაშეზღუდვების ფონზე, ქართული მხარე იძულებული ხდება თავისი ხმა მიაწვდინოს შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, „ფინმა“-ს – ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. განიხილება ასევე ბანკთან მიმოწერის სრული გამოქვეყნება, რაც ამ “იდეალურად აწყობილ სისტემაზე” მკითხველს დიამეტრალურად განსხვავებულ წარმოდგენებს შეუქმნის.

ქართული მხარე მზადაა, მსოფლიოს და საზოგადოებას გამაოგნებელი მონაცემები მიაწოდოს, თუ როგორი სარეკეტო თუ სარეიდერო დამოკიდებულება გააჩნია შვეიცარიულ საბანკო მენეჯმენტს თავისი კლიენტების არა მხოლოდ სასამართლო დავების ქვეშ არსებულ საკუთარ ფინანსებთან, არამედ ამ დავების მიღმა, სხვა ტრასტებში განთავსებულ, საკუთარი ფინანსების თავისუფლად განკარგვის მიმართებაშიც, გავიგებთ თუ როგორ უბლოკავენ კლიენტებს ელემენტარულ ტრანზაქციებს, თანხების გადარიცხვისა თუ გამოყენების კუთხით – და ყოველივე ეს უტყუარი ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამაგრებული.

ამ ფაქტებთან მიმართებაში, ქართული მხარე აპირებს ახალი სარჩელის შეტანას სასამართლოში. მთლიანობაში კი, ბიძინა ივანიშვილის ერთმა კერძო პრობლემამ, ზოგადად შვეიცარიულ საბანკო სისტემაში ბენეფიციარებთან მიმართებაში უმძიმესი თანმიმდევრული მანკიერება და სისტემური დანაშაული გამოამზეურა. ერთ რიგით კლიენტს, უკვე არა მხოლოდ “კრედიტ სუისი”, არამედ ამ სისტემის სხვა ტრასტები უქმნიან პრობლემებს საკუთარ თანხებთან წვდომისა და მათი თავისუფლად განკარგვის თვალსაზრისით.

ქართული მხარის ამ კონკრეტულ დავებში პოზიცია სამართლებრივი კუთხით იმდენად ნათელი და გამჭირვალეა – არანაირი ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ სამართლიანობა იზეიმებს. სხვა რამ მინდა შევახსენო ყველას – როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი, როტშილდების ფინანსური კლანი, საკუთარი ინიციატივით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, მათ შორის საქართველოს – რეგიონალურ საფინანსო “ჰაბად” გადაქცევის მიზნით, გვახსოვს ამ ამბის გარშემო ღლიცინი და “გა-ჰა-ჰა-ვება”: რაო, ოცნება შვეიცარიულ საბანკო იმპერიას ხომ არ უტოლდებაო? იმპერიები მოდიოდნენ და მიდიოდნენ – საქართველო კი რჩებოდა. თუ ეს ჭეშმარიტება და “პარადოქსი” კარგად შეისწავლეს როტშილდებმა, მათი გადაწყვეტილება უნდა იწვევდეს გაკვირვებას?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: პრემიერმა და მთავრობის წევრებმა გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Next: შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.