Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რა შთაბეჭდილება შეექმნება მოქალაქეს, არა მხოლოდ ნაქებ შვეიცარულ საბანკო ორგანიზაციაზე, რომელიც რატომღაც თვითდაზიანებაზე მიდის, არამედ იმ ევროპაზე, საითკენაც მივდივართ

მარშალ პრესი 02/08/2022
ზაალ ანჯაფარიძე1

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება.

მისი თქმით ასეთი უსამართლო მოპყრობის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი მდიდარი ადამიანი აღმოცნდეს, თუკი ის პოლიტიკური მოტივებით რომ იტყვიან, ‘მიზანში ამოიღეს”.

„ამ ვრცელი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, წარმომიდგენია რა შთაბეჭდილება შეექმნება, თუნდაც ფინანსურ საბანკო სფეროში ჩაუხედავ რიგით ჩვენს მოქალაქეს, არა მხოლოდ ნაქებ შვეიცარულ საბანკო ორგანიზაციაზე, რომელიც რატომღაც მიდის თვითდაზიანებაზე (მიზეზები ცალკე თემაა), არამედ იმ ევროპაზე, საითკენაც მივდივართ. ასეთი უსამართლო მოპყრობის ობიექტი ხომ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, თუკი ის პოლიტიკური მოტივებით რომ იტყვიან, ‘მიზანში ამოიღეს,” და რაც მთავარია, შვეიცარიის “თავისუფალი” მედია, რომლის მთავარი ფუნქციაა საზოგადოების ყოვლისმომცველი ინფორმირება, თითქოსდა პირი შეკრა, არ ასრულებს ამ ფუნქციას. ამ ისტორიის წაკითხვის მერე, რთულია არ იფიქრო, რომ ამის უკან პოლიტიკა არ დგას“- წერს ანჯაფარიძე. ~

Post navigation

Previous: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დაჯილდოვდნენ
Next: კრედიტ სუისი“ არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი და დარღვევები, რასაც ადგილი აქვს ჩვენს საქმეზე, ვფიქრობთ, საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.