Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე გამოიყოფა 300 ლარი, თვეში ერთ სულზე 45 ლარი, გაეროს ფონდიდან 230 ლარი, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, ამ თანხით ბინის ქირაობა შესაძლებელია

მარშალ პრესი 01/08/2022
კახა კალაძე

უკრაინელი ლტოლვილებისთვის ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება, ასევე თვეში ერთ სულზე 45 ლარი, ლტოლვილთა გაეროს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და თქვენ ზედმიწევნით იცი, თუ რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს ჯანდაცვის სამინისტრო. ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება. გარდა ამისა, ერთ სულზე 45 ლარი იქნება თვის განმავლობაში.

ასევე, ლტოლვილთა გაეროს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ თითოეულ ოჯახს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იქირაონ ბინები. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც აკეთებს, თუ რომელი ბინები შეუძლიათ ამ ადამიანებს იქირაონ. ხაზი მინდა, გავუსვა, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის“,- განაცხადა კალაძემ.

Post navigation

Previous: თუ ბოლოდან არ შევხედავთ მოვლენებს, ვერაფერს დავინახავთ. რა უნდოდა 21 მარტს კელი დეგნანს კერძო პირთან, სამი საათი რაზე ელაპარაკა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია
Next: უნგრეთის პრემიერი: ევროკავშირი ბრიუსელში არ არის – ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.