ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ანზორ მელიას განცხადებას პასუხობს:
“ვაა…
რა საინტერესოა ეს ცხოვრება რაა?!:))
ანზორ მელიას, თურმე უკრაინაში სურს წასვლა საომრად, მაგრამ პროფესია და ასაკი არ უწყობს ხელს…
ამას საერთოდ რაღაცეები, რომ ერევა? ამის პოლიტიკაში ოფიციალურად ჩართვის დღიდან გავიგეთ, როცა ზუგდიდის მერის არჩევნებში დარეგისტრირდა როგორც “ნიკანორას შამქნელი”…
მაგრამ იქნებ მაინც აუხსნათ ვინმემ, რომ საომარ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ, რომ ჰოსპიტალური სექტორია და ამ ჰოსპიტალურში კიდე, განსაკუთრებული მოთხოვნა ტრამვატოლოგებზე და მიკრო ქირურგებზეა, რომლის “უბადლო” წარმომადგენელიც ბატონი ანზორი გახლავთ?!
იქნებ ისიც აუხსნათ ბატონ ანზორს, რომ თუ მის კლინიკას, რომელიც თავის გამზრდელს აახია და თერთმეტი სასამართლო პროცესით მიისაკუთრა შევარდნაძის ეპოქაში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ციხეში მოკლული გვამების ყალბი ექსპერტიზის დასკვნების გამცემ კლინიკად აქცია, რომელ კლინიკასაც ეხლა ამაყად აწერია “გული’, შეუძლია თავისი სამედიცინო აღჭურვილობით და მედ პერსონალით გადაიტანოს კიევის ცენტრში და იქ მოემსახუროს დაჭრილებს?!
თუმცა მეც რას ვაკაკუნებ აქ კლავიატურას რაა?!…
იქ ხომ ოპერაციის ფულს არ გადაუხდიან და უფასოდ მოუწევს მუშაობა?…
არა, არ გამოვა…
ასე ვეღარ უყიდის თავის “პარტიის თავჯდომარე” შვილს 2022 წლის მაზერატს…
ისევ აქ იყოს ჯობია, ზუგდიდში კინაღამ დაიკარგა რამდენჯერმე და ეხლა კიევში გაუშვი კიდევ?!…
P.S. ბიჯო რა მიკვირს ამ ხალხის იცით?
– ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას, ანზორ მელიამ თვითონ თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს, ის არ იყო გაბრაზებული რუსებზე და ქართულ ქვედანაყოფებს მიუძღოდა მეტი ცოდვა.
– 2020 წელს, პანდემიის პიკის დროს კლინიკა დაკეტა, იმ მოტივით, რომ მის ექიმს კორონა შეხვდა და ქვეყანას ჰოსპიტალურ სისტემაში 300-350 საწოლის ბლოკირებით კრიზისის შექმნას შეეცადა.
ახლა ეს ჩემის ტრამპა-ცუმპაცუმპები გამოდიან და უკრაინაზე იწერენ ქულებს?!
– ზოგი მაკდონალსის უფასო მომსახურებას სთავაზობს…
– ზოგი კოკაკოლას ურიგებს უფასოდ….
– ზოგი აფთიაქების ქსელი უფასო წამლებს…
– ზოგი სუპერმარკეტების ქსელი უფასო პროდუქტს…
– ზოგი სასტუმროების ქსელი უფასო განთავსებას…
– ზოგი რესტორნების ქსელი უფასო კვებას… და ა.შ…
თქვენი ტრიპაჩა დედა კი გავღუნე ბოსელში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მისგან ლტოლვილების შესახებ გსმებნიათ რამე?
თუ მაშინ არ იყო ტრენდული?!” – წერს ედუარდ ჯიშკარიანი
ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის იმ ნაბიჯის აბსურდულობა, რაც...