Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: არაერთ საკითხს მიეცა ძალიან სპეკულაციური დატვირთვა და ბიძინა ივანიშვილმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაახმოვანოს თავისი დამოკიდებულება და გარკვეულ თემებს საკუთარი შეფასება მისცეს

მარშალ პრესი 31/07/2022
ვიქტორ ყიფიანი

დაგროვდა არაერთი მითქმა-მოთქმა, არაერთ საკითხს მიეცა ძალიან სპეკულაციური დატვირთვა და მან მიზანშეწონილად მიიჩნია გაახმოვანოს თავისი დამოკიდებულება და გარკვეულ თემებს საკუთარი შეფასება მისცეს, – ამის შესახებ ვიქტორ ყიფიანმა „იმედის კვირასთან“ ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატი „კრედიტ სუისთან“ ივანიშვილის სასამართლო დავაზეც საუბრობს.

„ვატყობთ და ვუყურებთ იმ ცვლილებებს, რასაც საფუძველი ჩაეყარა მარტიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენი შეფასებით და საქმეში არსებული მასალებით, იმ ფინანსური აქტივების განკარგვას ბატონი ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებს მხრიდან შეექმნა ყოვლად აუხსნელი, დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული დაბრკოლებები. საკითხი, რომელიც უკავშირდება 4 მარტის შემდეგ განვითარებულ პროცესებს, არის კონკრეტულ ფინანსურ აქტივებზე წვდომა. ეს ისეთი აქტივები არის, რომლებსაც ამ დავასთან საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის საერთოდ განცალკევებული აქტივები. მეტიც, ეს აქტივები განთავსებულია არა „კრედიტ სუისში“, არამედ სულ სხვა ბანკში. ერთადერთი დამაკავშირებელი „კრედიტ სუისთან“ არის ის, რომ ეს აქტივები იმართება „კრედიტ სუისის“ მიერ დაფუძნებული სატრასტო სტრუქტურის მიერ“, – აცხადებს ყიფიანი.

კითხვას რამდენად დამაჯერებლად გრძნობს თავს ივანიშვილი ამ დავაში ყიფიანი ასე პასუხობს:

„ჩვენთვის, როგორც მრჩევლებისთვის, მისი დამოკიდებულება, მისი სიმშვიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება არის, სადაც ის თანაბრად იღებს ჩვენთან ერთად მონაწილეობას და მისი მონაწილეობა სწორედ რომ მისი გამოცდილების, ცოდნის გამოისობით ჩვენ, იურიდიულ მხარეს ძალიან დიდ შეღავათს გვანიჭებს“.

ყიფიანს იმედი აქვს, რომ დავა ახლო პერსპექტივაში ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გადაწყდება.

Continue Reading

Previous: თინა ბოკუჩავამ ნაციონალური მოძრაობის დაშლა დააანონსა! – “ნაცებში” დიდი არეულობა დაიწყო (ვიდეო)
Next: “მაზერატით ცუნცული, ვარდისფერებში კუსკუსი” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას მოქმედებებს არხეინი ცხოვრების გემოს გაგებით ხსნის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025