IMG.GE IMG.GE

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია „ქართუს“ დაფინანსებით სოფელ ხიბულაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ეხმიანება და წერს:

„ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის.

ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით სოფელ ხიბულაში სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბოლო წუთები გაატარა, რესტავრაცია ჩაუტარდა, მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მედიათეკაც, სოფელში ასევე აშენდა ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი.

სახლის ეზოში მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობაც. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ”, ამისთვის 6 მილიონი ლარი გამოყო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება