Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: თუ დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, პრინციპულად იცვლება, მაშინ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, დამაჯერებელი იქნება

მარშალ პრესი 31/07/2022
რაქვიაშვილი

ეს რომ დამაჯერებელი იყოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს. შეუძლებელია, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს და „ნაცმოძრაობა“ იგივე ფორმით დარჩეს, როგორიც ახლა არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თუ დავინახეთ, რომ პოლიტიკოსების ნაწილი გადის პოლიტიკიდან, ზოგი პირიქით დაწინაურდა და პრინციპულად იცვლება „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება დამაჯერებელი იქნება და არ მგონია მთავრობას ჰქონდეს რაიმე არგუმენტი, რატომ არ უნდა გაუშვას სხვა ქვეყნის მოქალაქე ციხიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არაფრითაა დაკავებული“, – აღნიშნავს რაქვიაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტალური პრინციპები
Next: პროკურორი – ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე ნებისმიერი დაკავებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.