Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ვოლსკი – არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს, თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუ მისი გუნდი და „დაღმაშენებლის სტრატეგია“ კვლავ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის სტრატეგიად რჩება

მარშალ პრესი 31/07/2022
გიორგი ვოლსკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩება თუ მის მიღმა.

ვოლსკის აზრით, მთავარია დამოკიდებულება პოლიტიკური ძალების, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვით “დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ“.

„იცით, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდი და „დაღმაშენებლის სტრატეგია“ კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც არ უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს არ ცვლის. დამოკიდებულებაა მთავარი იმ ვითარების მიმართ, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვით “დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია.

Post navigation

Previous: ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Next: შალვა პაპუაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტალური პრინციპები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.